ფორმულა 1 | ფერსტაპენმა მოიგო, ანტონელი ტიტულს მიუახლოვდა #1TVSPORT
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა წინა კვირას მალაიზიაში გამარჯვების შემდეგ, ტრიუმფალურად დაასრულა უქმეები სინგაპურში – მოიგო სპრინტი და ძირითადი რბოლა, რითაც საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გადავიდა.
ფერსტაპენისთვის ეს იყო 250-ე რბოლა კარიერაში, 73-ე გამარჯვება და პირველი ტრიუმფი სინგაპურში. მანამდე მისი საუკეთესო შედეგი მარინა-ბეის ტრასაზე იყო მეორე ადგილი – 2018, 2024 და 2025 წლებში.
ჩემპიონატის ლიდერმა კიმი ანტონელიმ სინგაპურის გრანპრი მესამე ადგილზე დაასრულა და საერთო ჩათვლაში 102 ქულამდე გაზარდა სხვაობა თანაგუნდელ ჯორჯ რასელთან. თუ ორი კვირის შემდეგ ანტონელი მოიგებს რბოლას ოსტინში, ხოლო რასელი ქულას ვერ აიღებს, იტალიელი ვადაზე ადრე გახდება ჩემპიონი.
სინგაპურის გრანპრი
მარინა-ბეი. 62 წრე, 305.337 კმ
- მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ნიდერლანდები) – 1:42:00.785
- შარლ ლეკლერი (ფერარი, მონაკო) – +7.335
- კიმი ანტონელი (მერსედესი, იტალია) – +24.573
- ლანდო ნორისი (მაკლარენი, ბრიტანეთი) – +40.506
- ოსკარ პიასტრი (მაკლარენი, ავსტრალია) – +49.644
- ლუის ჰემილტონი (ფერარი, ბრიტანეთი) – +53.188
- ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულზი, ბრიტანეთი) – +81.666
- ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) – +83.386
- ჯორჯ რასელი (მერსედესი, ბრიტანეთი) – +84.677
- ისაკ ჰაჯარი (რედ ბული, საფრანგეთი) – +90.862
- პიერ გასლი (ალპინი, საფრანგეთი) – 1 წრე
- ოლივერ ბერმანი (ჰაასი, ბრიტანეთი) – 1 წრე
- ესტებან ოკონი (ჰაასი, საფრანგეთი) – 1 წრე
- კარლოს საინსი (უილიამსი, ესპანეთი) – 1 წრე
- არვიდ ლინდბლადი (რეისინგ ბულზი, ბრიტანეთი) – 1 წრე
- ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი, ესპანეთი) – 1 წრე
- სერხიო პერესი (კადილაკი, მექსიკა) – 2 წრე
- ალექს ელბონი (უილიამსი, ტაილანდი) – 3 წრე
- ვალტერი ბოტასი (კადილაკი, ფინეთი) – 3 წრე
- ლენს სტროლი (ასტონ მარტინი, კანადა) – უფინიშოდ
- ფრანკო კოლაპინტო (ალპინი, არგენტინა) – უფინიშოდ
- გაბრიელ ბორტოლეტო (აუდი, ბრაზილია) – უფინიშოდ
საერთო ჩათვლა
- კიმი ანტონელი – 340 ქულა (8 მოგება)
- ჯორჯ რასელი – 238 (3)
- ლუის ჰემილტონი – 229 (1)
- მაქს ფერსტაპენი – 221 (2)
- შარლ ლეკლერი – 215 (1)
- ლანდო ნორისი – 201 (2)
- ოსკარ პიასტრი – 138
- ისაკ ჰაჯარი – 97
- ლაიამ ლოუსონი – 75
- პიერ გასლი – 41
კონსტრუქტორთა თასი
- მერსედესი – 578
- ფერარი – 444
- მაკლარენი – 339
- რედ ბული – 332
- რეისინგ ბულზი – 100
- ალპინი – 68
- ჰაასი – 30
- აუდი – 23
- უილიამსი – 12
10. ასტონ მარტინი – 7