ფორმულა 1 | დიდი ბრიტანეთის გრანპრი ლანდო ნორისმა მოიგო - ნიკო ჰულკენბერგი პოდიუმზე კარიერაში პირველად ავიდა #1TVSPORT
ფორმულა 1 | დიდი ბრიტანეთის გრანპრი ლანდო ნორისმა მოიგო - ნიკო ჰულკენბერგი პოდიუმზე კარიერაში პირველად ავიდა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მორიგ ეტაპს დიდმა ბრიტანეთმა, სილვერსტოუნის ცნობილმა ავტოდრომმა უმასპინძლა. გრანპრი „მაკლარენის“ ბრიტანელი პილოტის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა. პოდიუმზე მეორე ადგილი მისმა თანაგუნდელმა, ავსტრალიელმა ოსკარ პიასტრიმ დაიკავა, ხოლო მესამეზე გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი („ზაუბერი“) გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ჰულკენბერგისთვის აღნიშნული პოდიუმი კარიერაში პირველია. მას აქამდე 238 გრანპრიში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და პოდიუმზე ვერცერთხელ ავიდა, რაც ფორმულა 1-ის ანტირეკორდი გახლდათ. ისიც საგულისხმოა, რომ 37 წლის ჰულკენბერგი რბოლას მე-19 ადგილიდან იწყებდა.

რბოლაზე დიდი გავლენა წვიმამ მოახდინა. ამინდი ხშირად იცვლებოდა და პილოტებს პირობებთან ადაპტირება უხდებოდათ. სტარტზე პირველ პოზიციაზე მყოფი მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) ერთ-ერთ ეპიზოდში მოცურდა და მეათე ადგილზე გადავიდა, ხოლო ოსკარ პიასტრი უსაფრთხოების მანქანის უკან დამუხრუჭებისთვის 10 წამით დააჯარიმეს.

საბოლოოდ, სიტუაციით ყველაზე უკეთ ლანდო ნორისმა ისარგებლა და კარიერაში მერვე გამარჯვება მოიპოვა. მან ჩემპიონატის ლიდერთან, პიასტრისთან სატურნირო ცხრილში ჩამორჩენა რვა ქულამდე შეძლო.

ფორმულა 1-ის მომდევნო ეტაპი 25-27 ივლისს ბელგიაში ჩატარდება.

ფორმულა 1, დიდი ბრიტანეთის გრანპრი 2025 | ქულები:

  1. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 25 ქულა
  2. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 18 ქულა
  3. ნიკო ჰულკენბერგი („ზაუბერი“) – 15 ქულა
  4. ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 12 ქულა
  5. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 10 ქულა
  6. პიერ გასლი („ალპინი“) – 8 ქულა
  7. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 6 ქულა
  8. ალექსანდერ ალბონი („ვილიამსი“) – 4 ქულა
  9. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 2 ქულა
  10. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 1 ქულა

პილოტთა სატურნირო მდგომარეობა:

  1. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 234 ქულა
  2. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 226 ქულა
  3. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 165 ქულა
  4. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 147 ქულა
  5. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 119 ქულა
  6. ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 103 ქულა
  7. კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 63 ქულა
  8. ალექსანდერ ალბონი („ვილიამსი“) – 46 ქულა
  9. ნიკო ჰულკენბერგი („ზაუბერი“) – 37 ქულა
  10. ესტებან ოკონო („ჰაასი“) – 23 ქულა
  11. ისაკ ჰაჯარი („რეისინგ ბულსი“) – 21 ქულა
  12. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 20 ქულა
  13. პიერ გასლი („ალპინი“) – 19 ქულა
  14. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 16 ქულა
  15. კარლოს საინსი („ვილიამსი“) – 13 ქულა
  16. ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 12 ქულა
  17. იუკი ცუნოდა („რედ ბული“) – 10 ქულა
  18. ოლივერ ბირმანი („ჰაასი“) – 6 ქულა
  19. გაბრიელ ბორტოლეტო („ზაუბერი“) – 4 ქულა
  20. ფრანკო კოლაპინტო („ალპინი“) – 0 ქულა
  21. ჯეკ დუანი („აპლინი“) – 0 ქულა

კონსტრუქტორთა სატურნირო მდგომარეობა:

  1. „მაკლარენი“ – 460 ქულა
  2. „ფერარი“ – 222 ქულა
  3. „მერსედესი“ – 210 ქულა
  4. „რედ ბული“ – 172 ქულა
  5. „ვილიამსი“ – 59 ქულა
  6. „ზაუბერი“ – 41 ქულა
  7. „რეისინგ ბულსი“ – 36 ქულა
  8. „ასტონ მარტინი“ – 36 ქულა
  9. „ჰაასი“ – 29 ქულა
  10. „ალპინი“ – 19 ქულა