ფორმულა 1 | 2025 წელს სერხიო პერესი „რედ ბულის“ პილოტი აღარ იქნება #1TVSPORT
ფორმულა 1 | 2025 წელს სერხიო პერესი „რედ ბულის“ პილოტი აღარ იქნება #1TVSPORT

„რედ ბულის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მექსიკელი სერხიო პერესი 2025 წელს გუნდის წევრი აღარ იქნება.

პერესი და ავსტრიული გუნდი ხელშეკრულების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. „რედ ბული“ გასულ სეზონში მექსიკელის ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილო იყო.

პერესის თანაგუნდელმა მაქს ფერსტაპენმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ხოლო მექსიკელმა ინდივიდუალურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ჯერ უცნობია, ვინ იქნება მაქს ფერსტაპენის მეწყვილე 2025 წლის სეზონში. ამ ეტაპზე პრესაში ორი კანდიდატი განიხილება – იუკი ცუნოდა და ლიამ ლოუსონი.