ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ შეადგინა ესპანეთის ყველაზე მდიდარი მოქალაქეების რეიტინგი. სიაში მოხვდა მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი. მისი ქონება შეფასებულია 160 მილიონ ევროდ.
რეიტინგი აანალიზებს „არა მხოლოდ სიმდიდრეს, არამედ იმას, თუ როგორ იმართება აქტივები“, – წერია პუბლიკაციაში. ასევე აფასებენ მათი კომპანიების საბაზრო ღირებულებას, ფუფუნების საგნებს და საერთო ლიკვიდობას. როგორც აღნიშნავენ, ნადალის ოჯახის ყველა წევრის საერთო ქონება შეფასებულია 275 მილიონ ევროდ.
რაფაელ ნადალს კარიერაში მოგებული აქვს „დიდი სლემის“ 20 ტიტული.