„ფორბსის“ (Forbes) 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიაში კონორ მაკგრეგორი მე-16 ადგილზეა
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ცნობილi მებრძოლი კონორ მაკგრეგორი გასული 12 თვის მანძილზე ოქტაგონზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, თუმცა ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ირლანდიელი წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად ათლეტი იყოს.
ჟურნალმა „ფორბს“-მა (Forbes) 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ასეული გამოაქვეყნა. მაკგრეგორს ამ სიაში მე-16 ადგილი უჭირავს.
ფორბსი იუწყება, რომ კონორმა დონალდ სერონესთან ბრძოლაში 48 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. აგრეთვე, მას აკავშირებს კონტრაქტი კომპანია „რიბოკთან“ და წელიწადში ეს დამატებით ხუთ მილიონ აშშ დოლარს ნიშნავს.
2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას შვეიცარიელი ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ლიდერობს ($106.3 მილიონი 2020 წელს).