Forbes-მა ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები დაასახელა #1TVSPORT
Forbes-მა ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები დაასახელა #1TVSPORT

ამერიკული ფინანსური ჟურნალის Forbes-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტების რეიტინგი 2025 წლის სეზონის მიხედვით. გამომუშავებული თანხის ოდენობით ზედიზედ მეხუთე წელია ლიდერია „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი.

გამოცემის შეფასებით, ნიდერლანდელის საერთო შემოსავალმა ამ წელს 76 მილიონი დოლარი შეადგინა (65 მილიონი – ხელფასი, 11 მილიონი – ბონუსები). მეორე ადგილზეა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი, რომელმაც „ფერარიში“ თავის პირველ სეზონში 70.5 მილიონი მიიღო.

მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა ლანდო ნორისმა შეავსო პირველი სამეული 57.5 მილიონით. ამ თანხის დიდი ნაწილი (39.5 მილიონი) ბონუსებია, მათ შორის, 10 მილიონი ტიტულის მოგებისთვის.

ჯამში 2025 წლის ათმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა პილოტმა 363 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 15 პროცენტით მეტია წინა სეზონთან შედარებით.

ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტების TOP10 2025 წელს:

მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) – $ 76 მლნ

ლუის ჰემილტონი (ფერარი) – $ 70,5 მლნ

ლანდო ნორისი (მაკლარენი) – $ 57,5 მლნ

ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) – $ 37,5 მლნ

შარლ ლეკლერი (ფერარი) – $ 30 მლნ

ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) – $ 26,5 მლნ

ჯორჯ რასელი (მერსედესი) – $ 26 მლნ

ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) – $ 13,5 მლნ

კარლოს საინსი (უილიამსი) – $ 13 მლნ

კიმი ანტონელი (მერსედესი) – $ 12,5 მლნ

რეიტინგში პირველად მოხვდნენ ლენს სტროლი და „მერსედესის“ დებიუტანტი კიმი ანტონელი. სერხიო პერესი და პიერ გასლი გავარდნენ ათეულიდან.

Forbes-ის მონაცემებში გათვალისწინებულია მხოლოდ ხელფასი და ბონუსები, რომელიც ტრასაზე გამოსვლას უკავშირდება. და აქ არ შედის შემოსავლები სარეკლამო კონტრაქტებიდან.