Footmercato მიქაუტაძის მომავალზე - ფრანგული კლუბები გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებენ და შესაძლოა, ამით ინგლისელებმა ისარგებლონ #1TVSPORT
Footmercato მიქაუტაძის მომავალზე - ფრანგული კლუბები გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებენ და შესაძლოა, ამით ინგლისელებმა ისარგებლონ #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძით ფრანგული კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებენ და შესაძლოა, ამით სხვა ქვეყნის კლუბებმა ისარგებლონ, – ამის შესახებ წერილს გამოცემა Footmercato აქვეყნებს.

„ჟორჟ მიქაუტაძე იმსახურებს შვებულებას იმ გოლების შემდეგ, რომელიც „მეცსა“ და საქართველოს ნაკრებში, ევრო 2024-ზე გაიტანა. ბევრი კლუბია, რომელსაც მისი დამატება სურს და მოლაპარაკებები გაჩაღებულია.

ლანსის“, „მონაკოს“, „მარსელის“ თუ „ლიონის“ გულშემატკივრები ოცნებობენ, რომ მიქაუტაძის დამატებას მათი საყვარელი კლუბი მოახერხებს. უნდა ითქვას, რომ ქართველი თავდამსხმელი ჯერ კიდევ ევროს ბომბარდირია ოთხ მატჩში სამი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით. ჟორჟისთვის  ბრძოლა ნამდვილად ღირს. ამიტომ ბევრი კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს ფეხბურთელის გარემოცვასთან კეთილგანწყობის მოპოვების იმედით, ხოლო პარალელურად ესაუბრებიან მისი ტრანსფერის მფლობელი კლუბის, „მეცის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ამ გარიგებაში 20 მილიონ ევროზე მეტს მიიღებენ.

მოთამაშემ, რომელსაც ივნისის დასაწყისში, ევროს დაწყებამდე „მონაკო“ იწვევდა, ყველაფერი გააკეთა გერმანიაში, რომ თავისი რეიტინგი და ფასი გაეზარდა. ის გვარწმუნებდა, რომ მან აირჩია თავისი მომავალი გუნდი და ეს ფრანგული კლუბია.

სინამდვილეში, „მეცის“ და „მონაკოს“ ხანგრძლივი მოლაპარაკებები მრავალი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. „მონაკოს“ ფინანსური პრობლემები არ აქვს და ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების აყვანას შეძლებს, მაგრამ მიქაუტაძეს უსასრულოდ არ დაელოდება.

ლანსის“ სიტუაცია განსხვავებულია. გუნდს დრო სჭირდება და გადაწყვეტილი აქვს, მოიყვანოს ქართველი ფეხბურთელი შესაფერისი სტილის, გამოცდილებისა და ღირებულებების გამო. თუმცა, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ მიქაუტაძე კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს. „მარსელი“ დაინტერესებულია, მაგრამ სხვა ფეხბურთელსაც აკვირდება. მათი დაყოვნებით კი, შესაძლოა, რამდენიმე უცხოურმა კლუბმა (განსაკუთრებით, ინგლისურმა) ისარგებლოს.

მიქაუტაძეს არასდროს დაუმალავს, რომ მისი სურვილი იყო ლიგა 1-ში დარჩენა, მაგრამ ფინანსურმა რეალობამ შეიძლება სხვაგვარი გადაწყვეტილება მიაღებინოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „მეცს“ დიდ თანხას შესთავაზებენ“, – წერს ფრანგული გამოცემა.