Footballespana-ს ცნობით, „ნიუკასლმა“ „ვალენსიას“ მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა #1TVSPORT
Footballespana-ს ცნობით, „ნიუკასლმა“ „ვალენსიას“ მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა #1TVSPORT

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა, გარიგების ღირებულებად კი 40 მილიონ ევროზე მეტს ასახელებენ, – ინფორმაციას Footballespana ავრცელებს.

გიორგი მამარდაშვილი ამავე დროს მოხვდა მსოფლიოს იმ მეკარეთა ათეულში, რომელთა სანაცვლოდაც ყველაზე მეტ თანხას იხდიან. სია football-observatory-მ შეადგინა და ქართველი მეკარის ტრანსფერი 37 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გრეგორ კობელია („დორტმუნდი“), რომლის ფასიც 66 მილიონი ევროა.

სატრანსფერო ღირებულება, მეკარეები:

გრეგორ კობელი – 66 მილიონი ევრო

ანატოლი ტრუბინი – 66 მილიონი ევრო

დიოგო კოსტა – 56 მილიონი ევრო

ჯანლუიჯი დონარუმა – 53 მილიონი ევრო

ანდრე ონანა – 51 მილიონი ევრო

ბარტ ვერბრუგენი – 47 მილიონი ევრო

ედერსონ მორაეში – 43 მილიონი ევრო

ანდრი ლუნინი – 39 მილიონი ევრო

მაიკ მენიო – 37 მილიონი ევრო

გიორგი მამარდაშვილი – 37 მილიონი ევრო