Football Talent Scout-ი გიორგი მიქაუტაძეზე - ქართველ ფეხბურთელს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს #1TVSPORT
Football Talent Scout-ი გიორგი მიქაუტაძეზე - ქართველ ფეხბურთელს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრებში შედეგიანი თამაში აჩვენა. ორ მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიშზე ჩაიწერა ერთი საგოლე გადაცემა („რენთან“) და ერთი გოლი („მარსელთან“).

გვერდმა Football Talent Scout – Jacek Kulig-მა ქართველი შემტევის სტატისტიკა გამოაქვეყნა და მისი წარმატებული გამოსვლა აღნიშნა.

„გიორგი მიქაუტაძის სტატისტიკა „მეცში“: 44 თამაში, 25 გოლი, 10 საგოლე გადაცემა. უშუალოდ მონაწილეობდა ყოველ 100 წუთში გატანილ გოლში. 22 წლის ფეხბურთელის შესანიშნავი შედეგი“, – წერია გვერდზე.

მიქაუტაძე 2022 წლის ზაფხულში „მეცში“ დაბრუნდა. ის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა. სეზონის დაწყებამდე კი კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.

გიორგი საქართველოს ნაკრებში პირველად ვილი სანიოლმა 2021 წლის მარტში გამოიძახა. 2021 წლის ივნისში გაიტანა თავისი პირველი საერთაშორისო გოლი რუმინეთთან სტუმრად მოგებულ ამხანაგურ მატჩში.