Football Talent Scout-ი - გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ტალანტი იყო, რომ არა ტრავმები, უფრო მაღალ დონეზე ითამაშებდა #1TVSPORT
Football Talent Scout-ი - გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ტალანტი იყო, რომ არა ტრავმები, უფრო მაღალ დონეზე ითამაშებდა #1TVSPORT

„გიორგი ჩაკვეტაძე შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ტრავმების გარეშე კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებდა“, – ამის შესახებ Football Talent Scout-ის დამფუძნებელი იაცეკ კულიგი წერს.

ანალიტიკური პორტალის დამფუძნებელი საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ ერთ-ერთი ლიდერის ფოტოს აქვეყნებს, როდესაც გიორგი „დინამო თბილისში“ თამაშობდა.

„2017 წელს 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სტატისტიკა „დინამო თბილისში“ – 26 თამაში, 5 გოლი და 11 საგოლე გადაცემა. მაშინ უდიდესი ტალანტი იყო.

ახლა ჩაკვეტაძე 25 წლისაა და „უოტფორდისთვის“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ეს მაღალი დონეა, მაგრამ ტრავმების გარეშე, დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო დიდ დონეზე ითამაშებდა“, – წერს Football Talent Scout-ის დამფუძნებელი.