Football Leaks - ნ'გოლო კანტემ ოფშორის გავლით ხელფასის მიღებაზე უარი თქვა
Football Leaks - ნ'გოლო კანტემ ოფშორის გავლით ხელფასის მიღებაზე უარი თქვა

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ კლუბისგან ხელფასის მიღებისას, უარი თქვა ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობაზე – წერია ორგანიზაცია Football Leaks-ის ახალ ანგარიშში.

ირკვევა, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა შექმნა ოფშორული კომპანია, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა მისი მეშვეობით ხელფასის მიღება და გადასახადებისთვის თავის არიდება. „ჩელსის“ ხელმძღვანელობა ცდილობდა გადაერწმუნებინა ფეხბურთელი, მაგრამ კანტემ მტკიცე უარი განაცხადა.

„ნ’გოლო შეუვალი იყო. მას, უბრალოდ, ნორმალური ხერხით სურს ხელფასის მიღება“ – განაცხადა კანტეს მრჩეველმა.