Football Insider - „ვესტ ჰემი“ კვარაცხელიას ტრანსფერთან ახლოსაა, გარიგების ღირებულება 13 მილიონია #1TVSPORT
„ვესტ ჰემი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ელოდება, რომ „რუბინის“ ქართველი თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინოს, – იტყობინება Football Insider-ი.
ეს გამოცემა ექსკლუზიურად აქვეყნებს ინფორმაციას, რომ „ვესტ ჰემი“ ყაზანის „რუბინის“ ახალგაზრდა თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა და რომ ამ ტრანსფერის ღირებულება 13 მილიონი ფუნტია.
Football Insider-ის ინფორმაციით, „ვესტ ჰემი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინ ყაზანის „რუბინის” ფორვარდის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს მიუახლოვდა. პრემიერლიგის კლუბები, მათ შორის „ევერტონი“ და „საუთჰემპტონი“, მიზნად ისახავენ 20 წლის ქართველი აღმოჩენის დამატებას.
წყარომ Football Insider-ს განუცხადა, რომ „ვესტ ჰემში“ დაინტერესდნენ, მომავალ თვეში კვარაცხელიას დასამატებლად რა უნდა გაკეთდეს. რუსული გუნდი ყაზანის „რუბინი“ საინტერესო ახალგაზრდაში დაახლოებით 13 მილიონი ფუნტის საფასურს ითხოვს.
მას ყაზანელებთან აკავშირებს კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2024 წლის ზაფხულამდეა. ეს ხელშეკრულება მან 2019 წელს მშობლიური საქართველოდან, „რუსთავიდან“ წამოსვლის შემდეგ გააფორმა. „ვესტ ჰემი“ ფორვარდს ეძებს, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ის კლასიკურ ცენტრფორვარდს დაიმატებს.
ამის ნაცვლად, მწვრთნელ დევიდ მოიესს შეუძლია შეიძინოს უფრო მრავალმხრივი შემტევი, რომელსაც თავდამსხმის ნებისმიერ ადგილას შეუძლია ითამაშოს. კვარაცხელიამ, რომელიც ჩვეულებრივ შეტევის მარცხენა ფლანგზე მოქმედებს, 2020 წლის სექტემბერში, 19 წლის ასაკში დებიუტის შემდეგ, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 12 მატჩში ხუთი შთამბეჭდავი გოლი გაიტანა.
მან ნიჭიერი ახალგაზრდების მაძიებელთა ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო, როდესაც ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვედეთთან (2:0) საქართველოსთვის დუბლი შეასრულა. კვარაცხელიას აქვს ფეთქებადი სისწრაფე და ცნობილია თავისი შეუპოვრობით და უნარით, ბურთი შორ მანძილზე ატაროს, რასაც სწრაფად და ოსტატურად ახერხებს.
გასულ სეზონში ის რუსეთის ლიგის 23 მატჩში 4 გოლით და 8 საგოლე გადაცემით გამოირჩა. მიმდინარე სეზონში ქართველმა „ყაზანის“ მაისურით ყველა შეჯიბრებაში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.