Football in Luxembourg-ი - საქართველოსთან პლეი ოფში ჩვენ წინააღმდეგ ჩვენივე საფეხბურთო ისტორიაა, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არაა #1TVSPORT
გამოცემა Football in Luxembourg-ი უეფა-ს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალს გამოეხმაურა, რომელშიც ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება.
გამოცემამ, რომელიც ლუქსემბურგის საფეხბურთო ამბებზეა ორიენტირებული, პლეი ოფში ძალთა ბალანსი შეაფასა, სადაც, საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრების გარდა, საბერძნეთის და ყაზახეთის ეროვნული გუნდებიც ითამაშებენ.
„საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში რვა თამაშში ორი მოგება აქვს. შემადგენლობით ყველაზე სუსტი ყაზახეთია. თუ გადავხედავთ შესარჩევ ციკლს, საქართველომ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ის, რაც შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ იყოს, არის ჩვენივე საფეხბურთო ისტორია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ოთხეულში ყველაზე ძლიერი გუნდი საბერძნეთს ჰყავს.
ლუქსემბურგმა 10 შესარჩევ თამაშში 17 ქულა მოაგროვა – საშუალოდ შეხვედრაში 1.7 ქულა. ეს უკეთესი შედეგია, ვიდრე რამდენიმე ნაკრებს ჰქონდა – საბერძნეთი (1.6 თამაშში), უელსი (1.5), პოლონეთი (1.4), ნორვეგია (1.4), შვედეთი (1.3) და საქართველო (1)“, – წერს Football in Luxembourg-ი.
პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები 2024 წლის 21 მარტს გაიმართება: საქართველო – ლუქსემბურგი და საბერძნეთი – ყაზახეთი, ხოლო ხუთ დღეში, 26 მარტს ამ ორი წყვილის გამარჯვებულების ფინალი შედგება. უძლიერესი ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.