ფონსეკა - „რომას“ სპორტული ფორმის აღდგენისთვის დიდი დრო არ დასჭირდება
„რომას“ მთავარი მწვრთნელი პაოლო ფონსეკა კარანტინის პირობებში გუნდთან მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.
რომაელთა დამრიგებელი დარწმუნებულია, რომ გუნდი სპორტულ ფორმას მალე აღიდგენს.
„მე მუდმივად კავშირზე ვარ ფეხბურთელებთან. ჩვენ მათ ვარჯიშის ინდივიდუალური გრაფიკი შევუდგინეთ, – ციტირებს ფონსეკას სიტყვებს Sky Sport Italia. – ვაკვირდებით მათ ვარჯიშებს და კვების დიეტას.
ძნელია, დაასახელო ზუსტი დრო, როდის აღიდგენენ ჩვეულ ფორმას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხანგრძლივი პერიოდი არ დასჭირდება, რადგან ფეხბურთელები ვარჯიშს არ წყვეტენ.“