პაულო ფონსეკამ „სამპდორიას“ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი შეაფასა (2:1 რომას სასარგებლოდ). რომაელთა მწვრთნელმა პელიგირნიზე ისაუბრა, ჯეკოს მისამართით კი კომპლიმენტები არ დაიშურა.
„ეს ჩვენთვის ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველი მატჩი იყო. მოვახერხეთ და შევქმენით 2-3 კარგი მომენტი, შემდეგ კი თამაშის სადავეები ხელიდან გაგვექცა, – ციტირებს ფონსეკას სიტყვებს Sky Sport Italia. – პელეგრინიმ მხოლოდ რამდენიმე დღე მოახერხა ვარჯიში და მისი მოედანზე გაშვება მატჩის დასაწყისიდანვე ვერ გავრისკე.
ულაპარაკოდ, ჯეკო საუკეთესო თავდამსხმელია, ვისთანაც კი მიმუშავეა. მან ისეთი ორი გოლი გაიტანა, როგორიც მხოლოდ დიდებულ ფეხბურთელებს ძალუძთ“, – ამბობს „რომას“ მთავარი მწვრთნელი.