ფოდენი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, მესი და რონალდო TOP100-ში ვერ მოხვდნენ #1TVSPORT
ფოდენი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, მესი და რონალდო TOP100-ში ვერ მოხვდნენ #1TVSPORT

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) საკუთარ ალგორითმზე დაყრდნობით წარმოადგინა ევროპის TOP5 ჩემპიონატებში მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია.

პირველ ხუთეულში „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამი ფეხბურთელია, ათეულში კი მოხვდა პრემიერლიგის ხუთი მოთამაშე.

აღვნიშნავთ, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების TOP100-ში ვერ მოხვდნენ.

100 მილიონ ევროზე მეტ თანხად შეფასებულია 20 ფეხბურთელი:

  1. ფილ ფოდენი (190,2 მლნ, მანჩესტერ სიტი)
  2. მეისონ გრინვუდი (178 მლნ, მანჩესტერ იუნაიტედი)
  3. მარკუს რეშფორდი (159,1 მლნ, მანჩესტერ იუნაიტედი)
  4. ერლინგ ჰალანდი (155,5 მლნ, დორტმუნდი)
  5. ბრუნო ფერნანდეში (154,3 მლნ, მანჩესტერ იუნაიტედი)
  6. ფრენკი დე იონგი (138,7 მლნ, ბარსელონა)
  7. პედრი (133,2 მლნ, ბარსელონა)
  8. ალფონსო დევისი (131,6 მლნ, ბაიერნი)
  9. ჟოაო ფელიქსი (127,8 მლნ, ატლეტიკო)
  10. მეისონ მაუნტი (123,6 მლნ, ჩელსი)
  11. ჯეიდონ სანჩო (120,8 მლნ, დორტმუნდი)
  12. კილიან მბაპე (118,3 მლნ, პარი სენ-ჟერმენი)
  13. ფერან ტორესი (118 მლნ, მანჩესტერ სიტი)
  14. კაი ჰავერტჩი (116,5 მლნ, ჩელსი)
  15. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (115 მლნ, ლივერპული)
  16. რუბენ დიაში (114,4 მლნ, მანჩესტერ სიტი)
  17. ტიმო ვერნერი (108,9 მლნ, ჩელსი)
  18. ვინისიუსი (104,4 მლნ, რეალი)
  19. ბერნარდო სილვა (104,2 მლნ, მანჩესტერ სიტი)

20. ბუკაიო საკა (104 მლნ, არსენალი)