ფოდენი ევრო 2020-ზე გასკოინის ვარცხნილობით ითამაშებს #1TVSPORT
ფოდენი ევრო 2020-ზე გასკოინის ვარცხნილობით ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა ევროპის ჩემპიონატის წინ იმიჯი შეცვალა.

ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო ახალი ვარცხნილობით. ის ძალიან ჰგავს იმას, რომლითაც ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პოლ გასკოინი ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე თამაშობდა.

1996 წელს, გასკოინმა გოლი გაუტანა შოტლანდიის „უემბლიზე“. ევრო 2020-ზე ინგლისი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 18 ივნისს ასევე „უემბლიზე“ შეხვდება შოტლანდიას.