ფოდენი და გრინვუდი ინგლისის ნაკრებიდან გააძევეს - მათ კარანტინის წესები დაარღვიეს
ფოდენი და გრინვუდი ინგლისის ნაკრებიდან გააძევეს - მათ კარანტინის წესები დაარღვიეს

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგიეტმა განაცხადა, რომ ფილ ფოდენი და მეისონ გრინვუდი ჩამოშორებული არიან შემადგენლობას და არ გაემგზავრებიან დანიაში ერთა ლიგის მატჩზე.

როგორც პრესამ გაარკვია, ფოდენმა და გრინვუდმა კარანტინი დაარღვიეს, როცა იმ სასტუმროში, რომელშიც ინგლისის ნაკრები ცხოვრობდა, გოგონები მიიწვიეს. ეს მოხდა ისლანდიასთან გასვლითი მატჩის (1:0) შემდეგ. ეს შეხვედრა 5 სექტემბერს გაიმართა. სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს გასვლით მატჩების დროს აკრძალული აქვთ კონტაქტი ყველასთან, გუნდის დელეგაციის წევრების გარდა.

BBC-ის მონაცემებით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 20 წლის ფოდენისა და 18 წლის გრინვუდის მიმართ დისციპლინარული გამოძიება დაიწყო.

დანიასთან შეხვედრა კოპენჰაგენში 8 სექტემბერს გაიმართება.