ფლორიან ვირტცი „ლევერკუზენთან“ კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე მზად არის გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტის გასაგრძელებლად. „ლევერკუზენის“ ნახევარმცველი ფლორიან ვირტცი აპირებს ყველა სხვა კლუბის წინადადება უარყოს და კიდევ ერთი წელი დარჩეს ლევერკუზენში.
გაზეთ Kicker-ის მონაცემებით, ფეხბურთელი და კლუბი გეგმავენ მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელიც 2027 წლის ზაფხულში იწურება. უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ვირტცის გადასვლა „ბაიერნში“ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მიუნხენელები არ არიან მზად გადაიხადონ ფეხბურთელში 150 მილიონი ევრო.
ვირტცზე სხვა პრეტენდენტებს შორის ყველაზე ხშირად ასახელებენ მადრიდის „რეალს“, მაგრამ ესპანელებს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წელი ლოდინი მოუწევთ.
მიმდინარე სეზონში ფლორიან ვირტცმა ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა 11 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.