ფლორიან პლეტენბერგი - ჰანსი ფლიკი „ბარსელონას“ ჩაბარებასთან ახლოსაა #1TVSPORT
ფლორიან პლეტენბერგი - ჰანსი ფლიკი „ბარსელონას“ ჩაბარებასთან ახლოსაა #1TVSPORT

სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „ბარსელონას“ გაწვრთნის მთავარი კანდიდატი გერმანიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ჰანსი ფლიკია.

„ბარსელონას“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ესპანელმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა.

როგორც პლეტენბერგი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, „ბარსელონას“ ხელმძღვანელებსა და ჰანსი ფლიკის აგენტს შორის მოლაპარაკება უკვე გაიმართა. კლუბი სხვა კანდიდატებსაც გაესაუბრება, თუმცა ამ ეტაპზე გერმანელი სპეციალისტი გამოკვეთილი ფავორიტია.

59 წლის ჰანსი ფლიკმა 2020 წელს მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2022 წელს კი ის გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე უძღვებოდა.