ფლორენტინო პერესის გარემოცვაში სულ უფრო ხშირად ისმის რჩევები ვინისიუსის გაყიდვაზე #1TVSPORT
ფლორენტინო პერესის გარემოცვაში სულ უფრო ხშირად ისმის რჩევები ვინისიუსის გაყიდვაზე #1TVSPORT

ესპანური გამოცემის, Sport-ის ინფორმაციით, „რეალის“ ფორვარდს, ვინისიუსს არ აქვს მადრიდული კლუბის დატოვების სურვილი, მაგრამ დარწმუნებით არ შეიძლება იმის თქმა, რომ ესპანეთის ჩემპიონი მოისურვებს ბრაზილიელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის გარემოცვაში სულ უფრო ხშირად ისმის რჩევები ვინისიუსის გაყიდვაზე.

ერთ-ერთი ასეთი რჩევის ავტორია პერესის ვაჟი – ჩივო. ის სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იღებს კლუბში და მის ფარგლებს გარეთ. მათ მიაჩნიათ, რომ ვინისიუსის გაყიდვის შემთხვევაში დაიხურება ორი საკითხი – ფინანსური და, აგრეთვე, კილიან მბაპე დაბრუნდება თავის საყვარელ პოზიციაზე.

მიუხედავად ამისა, სიტუაცია ძალიან რთულია, რადგან საჭიროა, ვინისიუსი დაარწმუნონ, „რეალი“ დატოვოს და სხვა გუნდში გადავიდეს.

უფრო ადრე გამოცემა Relevo-მ დაწერა, რომ კლუბმა, შეიძლება, გაყიდოს ანდრეი ლუნინი, ორელიენ ჩუამენი, ფედერიკო ვალვერდე, როდრიგო ან ედუარდო კამავინგა. და საერთოდაც, „რეალში“ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომლის გუნდიდან წასვლა აბსოლუტურად გამორიცხულია. ლაპარაკია მბაპეზე, რომელიც ფლორენტინო პერესს პროექტის მთავარ ფიგურად მიაჩნია.