მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გაზეთ Marca-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ოდესმეაუცილებლად დაბრუნდება „სამეფო კლუბში“.
„ის ძალიან უყვართ ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს. მან ბევრი გააკეთა გუნდისთვის და ამას ყველა აღიარებს. ის ჩვენს გულებშია და მან იცის, რომ „რეალი“ მისი სახლია. ერთ დღესაც ის აუცილებლად დაბრუნდება. მან გუნდი პირადი მიზეზებით დატოვა და მადლობა მას ყველაფრისთვის. ის დი სფტეფანოს შემდეგ „რეალის“ უდიდესი მოთამაშეა“ – თქვა პერესმა.
კრიშტიანუ რონალდუ ამ ზაფხულს „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა. ახალი კლუბის რიგებში მას ამ სეზონში ორი გოლი და ორი საგოლე პასი დაუგროვდა.