ფლორენტინო პერესი „რეალის“ დატოვებას 2025 წელს აპირებს #1TVSPORT
ფლორენტინო პერესი „რეალის“ დატოვებას 2025 წელს აპირებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავისი პოსტის დატოვებას 2025 წელს აპირებს.

ესპანელი ჟურნალისტის, სირო ლოპესის თქმით, ესპანელ ფუნქციონერს „რეალის“ წინაშე ბოლო დიდ ვალდებულებად მიაჩნია მადრიდული კლუბის სტადიონის, „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციის დასრულება.

პერესი პირველად „რეალს“ სათავეში 2000 წლის ივლისში ჩაუდგა. 2006 წლის თებერვალში ის გადადგა თანამდებობიდან. მეორე ჯერზე პერესი კლუბის პრეზიდენტი 2009 წელს გახდა და ეს პოსტი დღემდე უჭირავს.