ფლორენტინო პერესი მბაპეს გადაწყვეტილებაზე - საწყალი ბიჭი, ის უკვე ნანობს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ავტოგრაფ-სესიისას უპასუხა გულშემატკივრის შეკითხვას კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„საწყალი ბიჭი, ის უკვე ნანობს ამას“, – უპასუხა პერესმა. მისი სიტყვები მოჰყავს გაზეთ „მარკას“.
მაისის ბოლოს კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენში“ სამი წლით დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ ფრანგ ფორვარდს წინასწარი შეთანხმება ჰქონდა „რეალთან“. ამან მადრიდული კლუბის წარმომადგენელთა და გულშემატკივართა მხრიდან აღშფოთება და კრიტიკა გამოიწვია.