მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კომენტარი გაუკეთა პარი სენ-ჟერმენიდან ფორვარდ კილიან მბაპეს გადაბირების შესაძლებლობას.
„ზიდანი, ისევე როგორც მბაპე, ფრანგია. შესაძლოა, მან მოახერხოს კიდეც რამის გაკეთება. ნეიმარი თუ მბაპე? ორივე“, – მოჰყავს პერესის სიტყვები რადიო კადენა სერს (Cadena Ser).
ზიდანმა 2022 წლის ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი რეალთან. მას უახლოეს სატრანსფერო ბაზარზე დაახლოებით 350 მილიონ ევროს პირდებიან ახალი ფეხბურთელების შესაძენად.