ზინედინ ზიდანის დღევანდელ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე მადრიდის სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
„ამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მისი ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. დღეს ჩემთვის ძალიან სევდიანი დღეა, ისევე როგორც ფეხბურთელებისთვისა და გუნდის გულშემატკივრებისთვის. ფეხბურთელი იქნებოდა ის თუ მწვრთნელი, ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა და ახლაც მიყვარს, მაგრამ როდესაც ადამიანი რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია შევეგუოთ და პატივი ვცეთ მას. მსურს შევახსენო, რომ ეს მისი ოჯახია და ასეთად დარჩება მარად. რა თქმა უნდა, მე ვერ ვიქნებოდი მომზადებული ასეთი მოულოდნელობისთის. მან ტრიუმფით გაიარა ეს სამი წელი და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მონდომების, სიყვარულისა და ყველაფრისთვის, რაც „რეალ მადრიდისთვის“ გააკეთა. მისი ქმედებები ყოველთვის სამაგალითო იყო. ეჭვი არ მეპარება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის დაბრუნდება“, – განაცხადა ფლორენტინო პერესმა.