„ფიორენტინას“ ვეტერანი შემტევი ფრანკ რიბერი ქურდობის მსხვერპლი გახდა.
როგორც გაზეთმა „რეპუბლიკამ“ დაწერა, ფრანგი ფეხბურთელის სახლი ფლორენციაში კვირას ღამით გაქურდეს. რიბერიმ ქურდობის კვალი მაშინ აღმოაჩინა, როცა „პარმასთან“ სერია A-ს გასვლითი მატჩიდან შინ დაბრუნდა.
ჯერჯერობით, ზარალს ითვლიან, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მოპარულია ძვირფასეულობა და კიდევ რამდენიმე ძვირადღირებული ნივთი.
37 წლის რიბერიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა. „პარმასთან“ ბოლო მატჩში ფრანგმა ტრავმა მიიღო.