ფლოიდ მეივეზერმა შესაძლოა, 2020 წელს ბრძოლა გამართოს
ფლოიდ მეივეზერმა შესაძლოა, 2020 წელს ბრძოლა გამართოს

ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა სოციალურ ქსელში რინგზე დაბრუნება დაანონსა. „პენსიიდან 2020-ში ვბრუნდები“ – ასეთი სიტყვებით მიმართა 42 წლის მოკრივემ საკუთარ გულშემატკივარს. მეივეზერმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტ დანა უაითთან ერთად ფოტო დადო, რომელსაც მიაწერა, რომ წყვილი სერიოზულად მუშობს, რათა სამყაროს კიდევ ერთი შესანიშნავი მოვლენა აჩუქოს.

ბოლოს მეივეზერმა 2017 წლის აგვისტოში იბრძოლა, როდესაც კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. ფლოიდი სპორტული კარიერის მანძილზე დაუმარცხებელია (50-0).