ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ გეგმავს გახდეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი კლუბის მფლობელი.
„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რამდენიმე საჭირო ადამიანს ველაპარაკე. ამის შესახებ საჯაროდ არასოდეს მილაპარაკია, მაგრამ ჩემი გუნდი მუშაობდა NBA-სთან კულისებს მიღმა. ჯერ ზუსტად არ შემიძლია იმის თქმა, რომელ ქალაქში იქნება ჩემი გუნდი, მაგრამ ვმუშაობ მის შეძენაზე“, – განაცხადა პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა მოკრივემ.
უფრო ადრე მსგავსი გეგმების შესახებ „ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა გამოაცხადა.