ფლოიდ მეივეზერი მზად არის, კონორ მაკგრეგორთან მეორე ბრძოლა გამართოს
ფლოიდ მეივეზერი მზად არის, კონორ მაკგრეგორთან მეორე ბრძოლა გამართოს

2016 წელს პირველად ისტორიაში პროფესიონალი მოკრივე შერეული ორთაბრძოლების ათლეტს კრივის რინგზე დაუპირისპირდა. ლეგენდარულმა ფლოიდ მეივეზერმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ვარსკვლავი, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა და საკმაოდ სოლიდური თანხაც გამოიმუშავა (300 მილიონი დოლარი).

43 წლის მეივეზერმა „ფორბსთან~ მიცემულ ინტერვიუში მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ფლოიდი 2021 წელს რინგზე დაბრუნებას აანონსებს.

„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ გარკვეულ ვარიანტებზე ტოკიოში. შესაძლოა ბრძოლა 2020 წელსაც კი გავმართო,“ – განაცხადა მეივეზერმა.

ფლოიდმა ბოლო ბრძოლა 2018 წელს კიკბოქსინგის წარმომადგენელ, იაპონელ ტენშინ ნასუკავასთან გამართა.

ფლოიდი ასევე აცხადებს, რომ ის სიამოვნებით გამართავდა რემატჩს კონორ მაკგრეგორთან. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერა დაასრულა.