მეივეიზერი მაკგრეფორს UFC-ში იწვევს. ფლოიდმა უკვე დაიწყო ვარჯიში. დამტკიცდება თუ არა ეს ორთაბრძოლა, უკვე მალე გახდება ცნობილი. მათ უკვე ჰქონდათ ერთი ორთაბრძოლა 2017 წლის ზაფხულში.
ლას ვეგასში, T Mobile არენაზე კრივის წესებით გამართულ ბრძოლაში კონორ მაკგრეგორი ფლოიდ მეივეზერთან დამარცხდა. 3 რაუნდის შემდეგ უპირატესობა 40 წლის მოკრივემ მოიპოვა. ირლანდიელმა 12 რაუნდიდან 10 რაუნდის გაძლება მოახერხა, რის შემდეგაც მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა. საბოლოოდ, “ფულის ქამრის” გამარჯვებული ფლოიდ მეივეზერი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის ამერიკელმა კრივს თავი ორი წლის წინ დაანება, თუმცა მაკგრეგორის გამოწვევა მიიღო და 1 ბრძოლისთვის დროებით დაბრუნდა. კარიერაში, მეივეზერისთვის ეს რიგით 50-ე ბრძოლა იყო და მას აქედან აბსოლუტურად ყველა მოგებული აქვს.