მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა გუნდს ჩემპიონობა მიულოცა. „გილოცავთ ყველას, ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უდიდესი სულისკვეთებით, უმაღლესი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ. მატჩის მიმდინარეობისას, სანამ ჩვენ ათი კაცით არ დავრჩით, „ვერდერს” თითქოს თამაში არ სურდა, მაგრამ დღეს არავის კრიტიკას არ ვაპირებ.
ყველამ უნდა გაიგოს, თუ როგორ მოვახერხეთ წარმატების მიღწევა. ეს გუნდური გამარჯვებაა და მე ამ კლუბში ძალიან ბედნიერი ვარ. სეზონის განახლების შემდეგ ბიჭებმა უმაღლეს დონეზე იასპარეზეს. ეს „ბაიერნია”, ჩვენ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით. წინ თასის ფინალი გველის, ხოლო შემდეგ, ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა მოვემზადოთ“,-განაცხადა ფლიკმა.
გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ვერდერის” დამარცხების შემდეგ მიუნხენელებმა ზედიზედ მერვე ჩემპიონობა იზეიმეს.