ფლი სნუპ დოგს უერთდება და ლეიკერსის ხელმძღვანელობას მკაცრად აკრიტიკებს
ფლი სნუპ დოგს უერთდება და ლეიკერსის ხელმძღვანელობას მკაცრად აკრიტიკებს

ლოს ანჯელესურ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ, ლეიკერსის პლეიოფში მოხვედრის შანსი საგრძნობლად შემცირდა, რადგან ლუკ ვოლტონის გაწვრთნილმა გუნდმა მერვე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან წააგო.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე, ლეიკერსს 18 მატჩი დარჩა ჩასატარებელი და შეიძლება ითქვას, რომ გუნდი უმძიმეს ვითარებაშია. კლიპერსთან მარცხის შემდეგ, ცნობილმა რეპერმა სნუპ დოგმა სოციალურ ქსელში ლეიკერსის ხელმძღვანელობას ლუკ ვოლტონის გადაყენება და შემადგენლობის განახლება მოსთხოვა. სნუპის პათოსს ცნობილ როკ ჯგუფ რედ ჰოთ ჩილი პეპერსის ბას გიტარისტი, მაიკლ ბალზერი, იგივე ფლი შეურთდა.

მუსიკოსი მიიჩნევს, რომ ლეიკერსი სასწრაფო განახლებას საჭიროებს.