„ფლამენგოს“ საწვრთნელ ბაზაზე 10 ადამიანი დაიღუპა
„ფლამენგოს“ საწვრთნელ ბაზაზე 10 ადამიანი დაიღუპა

ათი ადამიანი დაიღუპა ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის „ფლამენგოს“ ახალგაზრდული გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი ხანძრის დროს. ტრაგედიის შესახებ იუწყება ბრაზილიური გამოცემა „ო გლობო“ (O Globo).

ათი დაღუპულის გარდა, დაზარლდა კიდევ სამი ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ხანძარი გაჩნდა საწვრთნელი ბაზის ძველ ნაწილში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაარემონტეს. კერძოდ, ცეცხლში აღმოჩნდა შენობა, რომელშიც ფეხბურთელებს (14-დან 16 წლამდე) სძინავთ.

დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით, ისინი ყველანი „ფლამენგოს“ იუნიორი ფეხბურთელები არიან.