ფირმინოს გარეშე - მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ფირმინოს გარეშე - მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ტურნირის ერთმა-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა, ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა შესამადგენლობა დაასახელა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების განაცხადში სამი ფეხბურთელი ეროვნული ჩემპიონატიდან მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრებში არ არის გამოძახებული ფირმინო, 39 წლის დანი ალვეში კი ყატარში საკუთარი ქვეყნის ღირსებას დაიცავს.

ბრაზილიის ნაკრები 

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ვევერტონი (პალმეირასი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი).

მცველები: მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა (ჩელსი), ედერ მილიტაო (რეალი), დანილო (იუვენტუსი), დანი ალვეში (პუმასი), ალექს სანდრო (იუვენტუსი), ალექს ტელეში (სევილია), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი).

ნახევარმცველები: კაზემირო (მანჩესტერი), ფრედი (მანჩესტერი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი), ფაბინიო (ლივერპული), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო).

თავდამსხმელები: ნეიმარი (პსჟ), რაფინია (ბარსელონა), რიშარლისონი (ტოტენჰემი), ვინისიუსი (რეალი), როდრიგო (რეალი), პედრო (ფლამგენგო), გაბრიელ ჟეზუში (არსენალი), ანტონი (მანჩესტერი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი).