ფირცხალაიშვილმა შემადგენლობა შეარჩია - 18-წლამდე ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს. მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა პორტუგალიაში გასამართი ტურნირისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
U18 შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი, დავით იობაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), გიორგი ლომაია (ლოკომოტივი თბილისი)
მცველები: რომა მორჩილაძე, არჩილ დათუაშვილი, შოთა კვერენჩხილაძე (სამივე – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), ალეკო ანანიძე (შუქურა ქობულეთი), გიორგი ქუქალია (საბურთალო)
ნახევარმცველები: გიორგი ხიზანიშვილი, ჭაბუკი ლაბაძე (ორივე – საბურთალო), თემურ ნოზაძე (დინამო თბილისი), საბა კვეტენაძე (სამტრედია), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), ლუკა ჩაგანავა (სიონი ბოლნისი)
თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი, დავით გოცირიძე, დიმიტრი ღურწკაია (სამივე დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (თელავი),ნიკოლოზ დავრაშელიძე (ლოკომოტივი თბილისი)
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ტურნირზე სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და მასპინძელი პორტუგალიის 18-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება. მარტის დასაწყისში, 18-წლამდელებმა უნგრულ ტურნეში, უნგრეთის ასაკობრივ ნაკრებთან ორი მატჩი ითამაშეს. პირველი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. ეს გუნდი, 2022 წლის შემოდგომაზე, 19-წლამდე ასაკობრივი გახდება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
პორტუგალიის ტურნირი. U18. მატჩების განრიგი
25 მარტი
პორტუგალია V საქართველო
27 მარტი
საქართველო V სლოვაკეთი
29 მარტი
საქართველო V ჩრდ. მაკედონია