„ფიორენტინაში“ კორონავირუსით ინფიცირების ექვსი შემთხვევაა
„ფიორენტინაში“ კორონავირუსით ინფიცირების ექვსი შემთხვევაა

სერია A-ს ბინადარმა „ფიორენტინამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა.

„გუშინ ჩატარებული ლაბორატორიული ტესტირების შემდეგ, „ფიორენტინა“ აცხადებს, რომ სამ ფეხბურთელსა და კლუბის სამ თანამშრომელს კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდა. ყველა ინფიცირებული კარანტინში მოათავსეს“, – წერია იტალიური კლუბის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

იტალიაში უკვე საკლუბო ბაზებზე ინდივიდუალური ვარჯიშები ნებადართულია, 18 მაისიდან კი გუნდური ვარჯიშების განახლება იგეგმება.