„ფიორენტინამ“ „ჯენოას“ ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში „ფიორენტინამ“ „ჯენოას“ უმასპინძლა და სტუმართა კარი ექვსჯერ ისე აიღო, რომ გოლი არ გაუშვია.
კრისტიანო ბირაგიმ დუბლი შეასრულა, თითო გოლი გაიტანეს ალვარო ოდრიოსოლამ, ჯაკომო ბონავენტურამ, დუშან ვლახოვიჩმა და ლუკას ტორეირამ.
აღსანიშნავია, რომ ვლახოვიჩმა მე-11 წუთზე დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა და შეცდომა 51-ე წუთზე გამოასწორა.
„ჯენოამ“ ცოტა ხნის წინ, უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი შევჩენკო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „ფიორენტინას“ 35 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, „ჯენოა“ კი გამოკვეთილი აუტსაიდერია და სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზეა (19 ქულა).