სერია A-ს კლუბები – “კალიარი” და “ფიორენტინა” ხმარებიდან ამოიღებენ მე-13 ნომერს, რითაც 4 მარტს გარდაცვლილ მცველ დავიდე ასტორის პატივს მიაგებენ.
“იმისთვის, რომ პატივი ვცეთ დავიდე ასტორის ხსოვნას და მისი თამაში და წვლილი არ იქნას დავიწყებული, “კალიარიმ” და “ფიორენტინამ” ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ სამუდამოდ მიანიჭონ მას მე-13 ნომერი”, – წერია კლუბების განცხადებაში.
ასტორიმ “კალიარიში” კარიერის დიდი ნაწილი (2008-16) გაატარა და 179 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2015 წელს, ის იჯარით აიყვანა “ფიორენტინამ”, შემდეგ გამოისყიდა ის და 2017 წელს, კაპიტნად დანიშნა.