ფინიქსმა გუშინ მოულოდნელად მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი გაათავისუფლა. როგორც ჩანს, სანსის ხელმძღვანელობა ახალ დამრიგებლად უკვე განიხილავს კონკრეტულ კანდიდატებს.
ი ეს პი ენის (ESPN) ჯურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ფილადელფიას ასისტენტი მონტი ვილიამსია. ბევრი რამ უნდა მოხდეს, რომ ეს ვარაუდი გამართლდეს, რადგან როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში ვილიამსი ლეიკერსის ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს.
შეგახსენებთ, რომ მონტი ვილიამსი 2010-2015 წლებში ნიუ ორლეან პელიკანსში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და რამდენჯერმე გუნდთან ერთად პლეიოფში გასვლაც შეძლო. ხუთი წლის განმავლობაში ვილიამსის სამწვრთნელო კარიერაში 173 მოგება და 221 მარცხია.