ფინიქსმა ბუკერისა და დურანტის 86 ქულით მოიგო, იოკიჩმა ისტორიული დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ფინიქსმა ბუკერისა და დურანტის 86 ქულით მოიგო, იოკიჩმა ისტორიული დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის პლეი ოფში შაბათს დილით ორ სერიაში გაიმართა მესამე მატჩი.

დღის მეორე მატჩში „ფინიქსმა“ შინ 121:114 მოუგო „დენვერს“ და შეამცირა სერიაში სხვაობა – 1:2. „სანზის“ რიგებში ერთად 86 ქულა დააგროვეს დევონ ბუკერმა და კევინ დურანტმა. დანარჩენი გუნდის მონაგარი 35 ქულა იყო. დურანტმა პლეი ოფის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში „იუტას“ ლეგენდას, კარლ მელოუნს გაასწრო და მეშვიდე ადგილზე გადავიდა.

„დენვერში“ სამმაგი დუბლი ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს – 30 ქულა, 16 მოხსნა და 17 პასი. სერბი გახდა პირველი კალათბურთელი ისტორიაში, ვინც პლეი ოფის მატჩში, მინიმუმ, 25 ქულა, 15 მოხსნა და 15 პასი დააგროვა. გარდა ამისა, ის მეორე ცენტრი გახდა ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის ერთ შეხვედრაში 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 19 პასი ჰქონდა უილტ ჩემბერლენს 1967 წელს.

ამ სერიაში მეოთხე მატჩი ისევ ფინიქსში 8 მაისს გაიმართება. დასაწყისი 04:00 თბილისის დროით.

 

ფინიქსი-დენვერი           121:114 (29:31, 38:21, 23:36, 31:26)

: ბუკერი (47+9 პასი), დურანტი (39+9 მოხსნა+8 პასი), პეინი (7), ეიტონი (4+9 მოხსნა), ოკოგი (2) – სასტარტო; უორენი (7), ლენდეილი (6+9 მოხსნა), როსი (5), შემეტი (4).

: მიურეი (32), იოკიჩი (30+16 მოხსნა+17 პასი), პორტერი (21+12 მოხსნა), გორდონი (9+7 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (2) – სასტარტო; ბ. ბრაუნი (11), გრინი (7), კ. ბრაუნი (2).

სერია: 1-2