„ფინიქს სანზმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT
PHOENIX, ARIZONA - MAY 11: Head coach Monty Williams of the Phoenix Suns reacts during the second quarter against the Denver Nuggets in game six of the Western Conference Semifinal Playoffs at Footprint Center on May 11, 2023 in Phoenix, Arizona. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Christian Petersen/Getty Images)
„ფინიქს სანზის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა მონტი უილიამსმა. მან ამ თანამდებობაზე ოთხი სეზონი იმუშავა.
როგორც ESPN-ის ცნობილი ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი წერს, „დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება“ „ფინიქსის“ ახალმა მფლობელმა, მეტ იშბიამ მიიღო მას შემდეგ, რაც „სანზმა“ პლეი ოფის მეორე რაუნდი წააგო „დენვერთთან“.
იტყობინებიან, რომ იშბიამ სრულად აიღო თავის თავზე კლუბის საკალათბურთო ოპერაციების მართვა. სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს მაშინ, როცა თებერვალში გუნდს შეუერთდა კევინ დურანტი. უილიამსის გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მან მიიღო. „ფინიქსის“ გენერალურმა მენეჯერმა, ჯეიმს ჯონსმა მწვრთნელს შაბათს დაურეკა და ახალი ამბავი შეატყობინა.
„ფინიქსს“ ჯერ არ ჰყავს უილიამსის შემცვლელად გამოკვეთილი კანდიდატურა.
მონტი უილიამსის ხელმძღვანელობით „ფინიქსი“ 2021 წელს ფინალში გავიდა, სადაც ექვს მატჩში დამარცხდა „მილუოკისთან“. რეგულარულ ჩემპიონატში მან 309 შეხვედრაში უთავკაცა „სანზს“ და 194 (63%) მოიგო. უილიამსის მისვლამდე ოთხ სეზონში „ფინიქსს“ 87 მოგება და 241 წაგება ჰქონდა. შარშანდელ სეზონში გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში გაიმარჯვა, უილიამსი კი წლის მწვრთნელის პრიზით დაჯილდოვდა.