ლეგენდარული ფინელი სპორტსმენი, ტრამპლინიდან მხტომელი მატი ნიუკანენი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იტყობინება ფინური პრესა. ნიუკანენის ნათესავებმა და ახლობლებმა სიკვდილის ფაქტი დაადასტურეს, მაგრამ მიზეზი უცნობი დარჩა.
ფინური სპორტის ისტორიაში, ნიუკანენი ტრამპლინიდან ხტომაში ყველაზე ტიტულოვანია. ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი გამარჯვების გარდა, მის ანგარიშზეა ხუთი ტიტული მსოფლიოს ჩემპიონატებზე. პლანეტის პირველობაზე მას 14 სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს აღებული.