ფინეთის ნაკრების მწვრთნელი - ყველა გაგვანადგურა იმ ამბავმა, რაც კრისტიან ერიკსენს შეემთხვა #1TVSPORT
ფინეთის ნაკრების მწვრთნელი - ყველა გაგვანადგურა იმ ამბავმა, რაც კრისტიან ერიკსენს შეემთხვა #1TVSPORT

ფინეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატი ითამაშა და პირველი გამარჯვება მოიპოვა – დანია 1:0 დაამარცხა. ფინელების მწვრთნელმა მარკუ კანერვამ პრესკონფერენცია კრისტიან ერიკსენზე საუბრით დაიწყო:

„ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. ამიტომ უკვებლივ ყველა გაგვანადგურა იმ ამბავმა, რაც კრისტიან ერიკსენს შეემთხვა. ფეხბურთელებისთვის და ჩვენთვის ძალიან რთული იყო თამაშის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღება. თუმცა მოედანზე გავედით და დანიის ძალიან ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. უნდა ვიამაყოთ ამ შედეგით, რადგან ძვირფასი სამი ქულა მოვიპოვეთ.“

ტიმუ პუკი (ფინეთის ნაკრების თავდამსხმელი):

„ეს ყველაზე რთული მატჩი იყო ჩემს კარიერაში. იმედია, მოვლენები კარგი მიმართულებით განვითარდება. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ის, რასაც დანიის ნაკრები გადაწყვეტდა (მატჩის განახლება). მზად ვიყავით ნებისმიერი სცენარისთვის. ძნელი იყო მოედანზე დაბრუნება, მაგრამ როგორც კი გავიგეთ, რომ ერიკსენი უკეთ იყო, მთლიანად მატჩზე გადავიტანეთ კონცენტრაცია. ვამაყობთ იმით, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. მართალია მოგებული თამაშის შემდეგ ის ატმოსფერო არ იყო, რაც არის ხოლმე, თუმცა მთავარი მაინც ის სამი ქულაა, რომელიც ავიღეთ.“