ფინალური ბლოკი ქართველების გარეშე ჩაივლის | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]
ფინალური ბლოკი ქართველების გარეშე ჩაივლის | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]

აბუ დაბიში, საქართველოს ნაკრებისთის იდეალურად დაწყებული გრანდ სლემი, დღეს ასევე წარმატებულად აღარ გაგრძელდა. ტურნირის ბოლო დღეს, მამაკაცთა შორის მედლების სამი კომპლექტი თამაშდება, რომელთა მოსაპოვებლადაც ასპარეზობაში ხუთი ქართველი ჩაერთო, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ნახევარფინალამდე ვერ მიაღწია.

ავთანდილ ჭრიკიშვილის (90 კგ), ლაშა ტაველურის (100 კგ) ლევან მატიაშვილისა და ადამ ოქრუაშვილის (ორივე +100 კგ.) შემდეგ, მეოთხედფინალში უშანგი მარგიანიც (90 კგ.) დამარცხდა. ქართველმა ფალავანმა, აზრბაიჯენელ მამადალი მეჰდიევთან იპონით წააგო და რეპეშაჟში გადაერთო.

დამამშვიდებელ რაუნდში, მარგიანი სერბ ალექსანდრ კუკოლჯს დაუპირისპირდა და სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

შესაბამისად დრევანდელ ფინალურ ბლოკში, რომელიც 17:00-იდან დაიწყება არცერთი ქართველი არ იასპარეზებს.