მარგიანი მერვედფინალშია - ჭრიკიშვილი დამარცხდა | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]
მარგიანი მერვედფინალშია - ჭრიკიშვილი დამარცხდა | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე გრანდ სლემზე, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ უშანგი მარგიანი აგრძელებს.

მსოფლიოს პრიზიორმა ქართველმა ძიუდოისტმა, ასპარეზობა პირდაპირ 1/16 ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში, თურქმენი ტეჯენ ტეჯენოვი ვაზა-არით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მეოთხედფინალში გასასვლელად, მარგიანი ჰოლანდიელ იასპერ სნიმკს დაუპირისპირდება.

ამავე წონაში, პირველი შეხვედრა მოიგო მაგრამ მეთექვსმეტედფინალში დამარცხდა, ავთანდილ ჭრიკიშვილი. მსოფლიოს ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი, მედლებისთის ბრძოლას უნგრელმა კრისტიან ტოტმა გამოთიშა.

რამდენიმე წუთში ტურნირში მძიმეწონოსნები, ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილიც ჩაერთვებიან.