მილოშ ლაჩნი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, თასის ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ქუთაისის „ტორპედოს“ და „გაგრას“ მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ პენალტების სერიაში გაირკვა.
გადამწყვეტი როლი სწორედ ქუთაისის „ტორპედოს“ სლოვაკმა თავდამსხმელმა შეასრულა. მილოშ ლაჩნი მეოდანზე 54-ე წუთზე, გიორგი ქიმაძის ნაცვლად გამოჩნდა, როდესაც ქუთაისელები 0:2-ს აგებდნენ და თამაშის შემოტრიალება მოახერხა.
75-ე წუთზე სლოვაკმა თავდამსხმელმა მცველებს დაასწრო და თავურით 2:1 გახადა. 90+1-ე წუთზე კი, „გაგრას“ კარში დანიშნული პენალტი ლაჩნიმ გამოიყენა, დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა 2:2.
ლაჩნიმ თავი პენალტების სერიაშიც გამოიჩინა. მან დაარტყა რიგით მეოთხე პენალტი და კვლავ ზუსტად, რაც გადამწყვეტი გამოდგა – „ტორპედომ“ თასი მოიპოვა, რაშიც სლოვაკმა დიდი როლი ითამაშა.