ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი ფილიპე ლუისი მუშაობას საფრანგეთში განაგრძობს და სათავეში „მონაკოს“ ჩაუდგება.
როგორც ირკვევა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე წარმატებით დასრულდა და ხელშეკრულებას ხელი 2028 წლის ივნისამდე მოეწერება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირებში ბრაზილიელის სახელი სხვა კლუბებთანაც ფიგურირებდა, ბრძოლა ფრანგულმა კლუბმა მოიგო.
მოთამაშის რანგში ლუისი „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა. მისი სამწვრთნელო გზა კი ბრაზილიაში დაიწყო – თავდაპირველად ის „ფლამენგოს“ ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა, ხოლო 2024 წლიდან პირველ გუნდს ჩაუდგა სათავეში.