ფილიპე კოუტინიო სამი კვირა ვერ ითამაშებს
ფილიპე კოუტინიო სამი კვირა ვერ ითამაშებს

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფილიპე კოუტინიომ სამედიცინო შემოწმება გაიარა და როგორც გაირკვა, ის ჯერ მზად არ არის ახალ კლუბში სათამაშოდ, – ამის შესახებ კატალონური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

დილით ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმების შედეგად მას მარჯვენა ბარძაყის ტრავმა დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კოუტინიოს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

 

შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო „ბარსელონაში“ „ლივერპულიდან“ 6 იანვარს გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 160 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში კოუტინიომ 20 მატჩი ჩაატარა “ლივერპულის” რიგებში, გაიტანა 12 გოლი და 9 შედეგიანი პასი შეასრულა.