ექვსწლიანი შესვენების შემდეგ “ფილადელფიამ” ნბა-ს პლეი-ოფის მეორე ეტაპზე გასვლა პირველად მოახერხა. “სევენთისიქსერსმა” მერვედფინალური სერიის რიგით მეხუთე შეხვედრაში “მაიამი ჰიტი” საკუთარ არენაზე მიიღო, დამაჯერებელი ანგარიშით, 104-91 დაამარცხა და სერია 4-1 მოიგო.
ბრწინვალე მატჩი ჩაატარა ჯეი ჯეი რედიკმა (27 ქულა), 19 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯოელ ემბიდმა. სამმაგი დუბლის ზღვარზე იყო ბენ სიმონსი (14 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი). ფლორიდელთა შორის 18 ქულით საუკეთესო კელი ოლინიკი იყო. ტაილერ ჯონსონმა პირად აქტივში 16 ქულა ჩაიწერა. 15 ქულით დაასრულა მატჩი გორან დრაგიჩმა. შედეგად “ფილადელფიამ” “მაიამის” 4-1 მოუგო და მომდევნო ეტაპის საგზუროი 2012 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.